თავში

კალაძე: ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს

კალაძე: ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს
კალაძე: ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტადიონის გახსნის ღონისძიება სხვანაირად იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა.

კახა კალაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას. 

,,დღევანდელი ღონისძიება სხვა ფორმით უნდა გამართულიყო და მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მხოლოდ სიმბოლურად, ამ ფორმით მოგვიწია ბათუმის სტადიონის გახსნა. მინდა, პირობა მივცე ქართველ გულშემატკივარს, რომელსაც ძალიან უყვარს სპორტი, უყვარს ფეხბურთი, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება და სიმშვიდე იქნება როგორც ქვეყანაში, ისე ევროპულ ქვეყნებში, ჩვენ აქ ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს და გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system