თავში

კალაძე: ლილოს თავშესაფარი ნახევრად ცარიელია მოქალაქეთა მიღება შეუძლია

კალაძე: ლილოს თავშესაფარი ნახევრად ცარიელია მოქალაქეთა მიღება შეუძლია
კალაძე: ლილოს თავშესაფარი ნახევრად ცარიელია მოქალაქეთა მიღება შეუძლია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლილოში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება შეუძლია.

მისივე თქმით, თუ თავშესაფარი გადაივსება, თბილისის მერიას დამატებითი სივრცის მოწყობაც შეუძლია.

„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, – განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system