თავში

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისიდან განაახლებს

კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისიდან განაახლებს
კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისიდან განაახლებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. 

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან. 

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.

,,როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ ტრანსპორტმა განაახლოს მუშაობა. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, ველოდებით მითითებებს", - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system