თავში

კანალიზაცია და ანტისანიტარია - რა პირობებში მზადდება მწნილები, რომლითაც დედაქალაქი მარაგდება - VIDEO

კანალიზაცია და ანტისანიტარია - რა პირობებში მზადდება მწნილები, რომლითაც დედაქალაქი მარაგდება - VIDEO
კანალიზაცია და ანტისანიტარია - რა პირობებში მზადდება მწნილები, რომლითაც დედაქალაქი მარაგდება - VIDEO

პროექტი „სახალხო კონტროლი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს რა ვითარებაში მზადდება მწნილები, რომლითაც თბილისში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი თუ რესტორანი მარაგდება.

„ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან და სადაც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე შოულობენ ფულს. მერწმუნეთ ეს არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს, ნორმებზე აქ საუბარი საერთოდ ზედმეტია. ეს არის თბილისი, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გვირაბის ქვედა ტერიტორია. შპ.ს ვარძია. ეს არის მწნილების საბითუმო წერტილი, საიდანაც მთელ თბილისში ნაწილდება. ეს ობიექტი რამდენჯერმე დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. 

სამწუხაროა, რომ სუნის გადმოცემა ვიდეოს არ შეუძლია. ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია, თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის, მთავარს ნახავთ გადაცემაში.

 სურსათის ეროვნული სააგენტოს სამი ჯგუფი მუშაობს ახლა აქ. 

ხელმძღვანელები აქ მარტო იმისთვის მოდიან, რომ თანხები წაიღონ... მაგრამ ეს არ უნდა გააკეთონ ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე“, – ამბობს მადლონა კოიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system