თავში

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. 

გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი საცხოვრებელ სახლთან ბორდიურზე შევარდა და იქვე მყოფ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი მძიმა ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system