თავში

ქარი იყო....ფოტოები ძლივს გადავიღეთ - რა ახსოვს შატილის ტრაგედიას გადარჩენილ ნატალია თხელიძეს

ქარი იყო....ფოტოები ძლივს გადავიღეთ - რა ახსოვს შატილის ტრაგედიას გადარჩენილ ნატალია თხელიძეს
ქარი იყო....ფოტოები ძლივს გადავიღეთ - რა ახსოვს შატილის ტრაგედიას გადარჩენილ ნატალია თხელიძეს

31 წლის ნატალია თხელიძე, რომელიც შატილის ტრაგედიას გადარჩენილთაგან ერთ-ერთია ვერ იხსენებს თუ როგორი იყო ის დღე, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა. მან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ  ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათს" მისცა. როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, ამ დრომდე არ იცის მეგობრების დაღუპვის შესახებ. მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო ექიმები და ახლობლები მას ტრაგედიის დეტალებს არ უმხელენ.

"ჩემი მეხსიერება წყდება თაფლის ადგილას რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს.ქარი იყო. გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ. თუმცა, გზა არ მახსოვს. მახსოვს, რომ იქ ვერ ვისადილეთ და წამოვედით ქვემოთ. ვიფიქრეთ სადმე, რესტორანში წავსულიყავით. იქ უბრალოდა ვერ მიგვიღებდნენ ამდენს.

ძალიან ვნერვიულობ ხატიაზე. ის უნდა იყოს კარგად, ისე როგორც მე. ჩემს ძმას ვეკითხები, არ დამიმალოთ არაფერი მეთქი. არ გიმალავთო, უბრალოდ გონზე ვერ მოდისო", - ამბობს ნატალია ინტერვიუში. 

მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system