თავში

კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა - PHOTO

კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა
კახა კუჭავა პატრიარქს შეხვდა - PHOTO

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე ბატონი კახაბერ კუჭავა, რომელიც გაცნობის მიზნით ეწვია მის უწმინდესობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მიღება გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი კახაბერი და საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system