თავში

ქაშიბაძე: ბავშვების თანდასწრებით ხელბორკილებს არ უნდა გადებდნენ

ქაშიბაძე: ბავშვების თანდასწრებით ხელბორკილებს არ უნდა გადებდნენ
ქაშიბაძე: ბავშვების თანდასწრებით ხელბორკილებს არ უნდა გადებდნენ

"დღეს გაიმართა სოლიდარობის აქცია, არა მარტო მე და დამწვრობის ცენტრი, არამედ სრულიად ხეჩინაშვილის კლინიკა ვიყავით გარეთ და სოლიდარობა გამოვუცხადეთ დაკავებულ ექიმებს,"- ამის შესახებ report.ge-სთან ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ექიმების ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა დაკავების ფორმა მიუღებელია. 

"ბრალეულობა ჩემი დასასდგენი არ არის, მაგრამ როცა ოჯახთან და პატარა ბავშვებთან ერთად ხელბორკილებს გადებენ ამას ვამბობ, მესმის რომ უარი ეთქვა ბატონ ყიფიანს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ან ორი წლის განმავლობაში მიმალული ყოფილიყო, ხომ ხვდებით, აქ საუბარია დაკავების ფორმაზე. თქვეს რომ თაღლითობისთვის დააკავეს ექიმი, ამ დროს უმაღლესი რანგის პროფესიონალზეა საუბარი. პროტესტი იმიტომ კი არ არის, რომ ვთქვათ კანონიერად არის თუ არა დაკავებული, ამას სასამართლო გადაწყვტს ბუნებრივია. მე როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, მგონია რომ ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ,"- აცხადებს ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნეს, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და სწორედ მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ექიმმა თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. მან ასევე დაიხმარა პირი, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში კონსულტანტის პოზიციაში მუშაობდა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ექიმმა ის და მისი ოჯახი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. მას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

კლინიკა „მედიქლაბთან“ ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მედიკოსების თქმით, ექიმის ასეთი ფორმით დაკავება არ არის მისაღები და ეს მხოლოდ დარგის დისკრედიტაცია და საჩვენებელი დასჯაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system