თავში

კასპში სკოლის მოსწავლეები დანიშნეს - ოჯახი ფაქტს უარყოფს

კასპში სკოლის მოსწავლეები დანიშნეს - ოჯახი ფაქტს უარყოფს
კასპში სკოლის მოსწავლეები დანიშნეს - ოჯახი ფაქტს უარყოფს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები დანიშნეს. სავარაუდო ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი ასევე არასრულწლოვან გოგოს ხელზე ბეჭედს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო მე-9 კლასში სწავლობს, ხოლო მისი ბაბუა იმავე სკოლის დირექტორია.

არასრულწლოვანი გოგოს ბაბუა ნიშნობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მისივე თქმით, ოჯახი კანონს იცავს. 

"ნიშნობა არ იყო. ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე. 16 წლის გახდა და აღვნიშნეთ. მოვიდნენ ნათესავებიც. საჩუქრები მოუტანეს. მანდ სხვა არაფერი მომხდარა. ბეჭედს მოიტან თუ რას მოიტან, ყველაფერი საჩუქარია. არაფერი გარიგება არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ კანონს ვიცავთ", - ამბობს შახალ ისმაილოვი. 

გოგოს მამა კი აცხადებს, რომ ბავშვი ბოლო დროს ბაბუასთან ცხოვრობს და მან ნიშნობის შესახებ არაფერი იცის.

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system