თავში

კაცი, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა, ორჯერ ნასამართლევია - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

კაცი, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა, ორჯერ ნასამართლევია - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
კაცი, რომელმაც ორსული ცოლი მოკლა, ორჯერ ნასამართლევია - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. 

მეუღლის მიერ სასტიკად მოკლული ქეთი კეპულაძე ექსპრეტიზის ბიუროდან, წყალტუბოში, მშობლურ სოფელ ოფშკვითში საკუთარ ოჯახში დღეს გადაასვენეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ქეთი კეპულაძე ქმრის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. ის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნათესავის ოჯახს აფარებდა თავს, თუმცა მოგვიანებით წყვილი შერიგდა და ორსული ქალი ოჯახს დაუბრუნდა. 

სოფელ ოფშკვითში, მოკლულის მეზობლები და ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის შესახებ არ სმენიათ. თბილისში მცხოვრები ახლობლების ცნობით, კაცი დასაქმებული არ იყო და აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. 

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 

ირკვევა, რომ დაკავებული კაცი წარსულში 2-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, ძალადობის ფაქტზე. მას ცოტა ხნის წინ გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა. 

ამ დროისთვის, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

მეუღლის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 23 წლის გოგა გზირიშვილი დააკავეს. საზარელი შემთხვევა ვარკეთილში გუშინ მოხდა. კაცმა ორსულ ცოლს 5 ჭრილობა მიაყენა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

კაცმა 5 თვის ორსულ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ერთი წლის შვილის თვალწინ მიაყენა, შემდეგ 112-ში დარეკა და პოლიციას ჩაბარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system