თავში

კაცს, რომელიც 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

კაცს, რომელიც 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
კაცს, რომელიც 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

კაცს, რომელიც წინა კვირას 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა გუშინ, გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით ინფიცირებული 23 წლის ჩოხატაურელი ქალიც.

შუახნის კაცი ოზურგეთის სოფელ ასკანის მკვიდრია და ამ დროისთვის ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის მეუღლესა და შვილიშვილს ინფექცია არ გამოუვლინდათ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system