თავში

ქუჩები, სადაც 28 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება

ქუჩები, სადაც 28 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება
ქუჩები, სადაც 28 თებერვალს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 თებერვალს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბისა და საბურთალოს რაიონებს.

,,ქსელში გადართვების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, გიორგი პაპაშვილის, დისევის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system