თავში

ხალხი მაშინ დაწყნარდება, როცა ნიკა გარეთ იქნება - ანზორ მელია

ხალხი მაშინ დაწყნარდება, როცა ნიკა გარეთ იქნება - ანზორ მელია
ხალხი მაშინ დაწყნარდება, როცა ნიკა გარეთ იქნება - ანზორ მელია

თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

ანზორ მელიას თქმით, ხალხი მაშინ  დაწყნარდება, როდესაც ნიკა მელია თავისუფლებაზე იქნება. 

"პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ალბათ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როცა ნიკა გარეთ იქნება. ექიმი ვარ, უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველდღიურად და ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის, ხალხს ძალიან უყვარს. მე არ მეგონა, თუ ამ ასაკში ნიკა ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს",- განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system