თავში

ხალხი თურმე ტანზე იხევს, ბაია პატარაიამ ლინჩის წესი როგორ დაგვიწუნაო - ბაია პატარაია

ხალხი თურმე ტანზე იხევს, ბაია პატარაიამ ლინჩის წესი
ხალხი თურმე ტანზე იხევს, ბაია პატარაიამ ლინჩის წესი როგორ დაგვიწუნაო - ბაია პატარაია

ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. 

მისი თქმით, ქვეყანაში სიველურის რომანტიზება ხდება. 

"ხალხი თურმე ტანზე იხევს, ბაია პატარაიამ ლინჩის წესი როგორ დაგვიწუნაო და 4 პატარა ბავშვისთვის სახლის გადაწვა როგორ არ გვაპატიაო. ჰოდა, იცი რას გეტყვით? თქვენ არც ჩემზე მეტად შეგტკივათ გული გაუპატიურებულ და ნაცებ ბავშვებზე და ქალებზე და სავარაუდოდ არც ჩემზე მეტი გაგიკეთებიათ მათთვის.

ლინჩის წესი, უკანონობა და სისხლის აღება რომ გამოსავალი იყოს, წლობით კი არ ვირბენდი სასამართლოში ხან აქა და ხან სტრასბურგში, არამედ შემოვიკრებდი ერთ ათ კაი ჯანიან ქალს და ყველა მოძალადე კაცს დუბინკებით გადავამტვრევდით ძვლებში. თუ გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში 10 გამწარებული ქალი არ მოიძებნება, ძალიანაც ცდებით.ცნობისათვის, ინდოეთში უკვე არსებობს ასეთი ვარდისფერსარიანთა Gulabi Gang, (იხილეთ ფოტო). არც ჩვენ გაგვიჭირდებოდა ვარდისფერი კაბების და დუბინკების შოვნა, მაგრამ კანონი და წესიერი ქვეყანა გვირჩევნია. კანონის უზენაესობის სწავლას და პრაქტიკას შევალიე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და გაველურებულ ბრბოს არ დავანებებ ლინჩის წესით ვინმეს გასამართლებას, არასდროს! არანაირი მორალური უპირატესობა არ გაგაჩნიათ კანონმორჩილ მოქალაქეებთან შედარებით. მომინდომეს აქ სიველურის რომანტიზება...და არა, ოდნავადაც არ ხართ ჩვენზე მეტად აღშფოთებულები და გაბრაზებულები!", - წერს ბაია პატარაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system