თავში

ხალხნო, ეს ბავშვებს სჭირს, 15, 18, 19 წლის ბავშებს - ზურა სიხარულიძე

ხალხნო, ეს ბავშვებს სჭირს, 15, 18, 19 წლის ბავშებს - ზურა სიხარულიძე
ხალხნო, ეს ბავშვებს სჭირს, 15, 18, 19 წლის ბავშებს - ზურა სიხარულიძე

ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით რამდენიმე მძიმე შემთხვევის მომსწრე გახდა. მისი განცხადებით არასრულწლოვანი პირები ნარკოტიკს აქტიურად მოიხმარენ, რის გამოც შფოთვითი აშლილობა და აგრესია ეწყებათ. ნარკოლოგი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც შესაძლოა დამოკიდებულების მაღალი ხარისხი იყოს გამოწვეული. 

ზურა სიხარულიძე ამბობს, რომ ამ მდგომარეობის შედეგი 5 წელიწადში გახდება უფრო თვალსაჩინო.

"დავწერე ,წავშალე ბევრჯერ არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო რა მოვიმოქმედო ვის უთხრა რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი იმდენი რამე მაქვს ნანახი მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე ძალიან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკიდებული უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი რომ ძალიან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის ეს არ გაჩერდება მე მგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხავთ - კი აი იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვეველი ქცევა რომელიც რას ჰგავს არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება.

ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15, 18 19 წლის ბავშვებს!!! არ ვიცი რა უნდა გავუკეთოთ, მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა. 

ერთი ვიცი ზუსტად რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე რომელსაც კიდე წინ გვაქვს პოსტკოვიდურ პერიოდში-ალკოჰოლიზმი ნარკომანია , ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები ეს კიდე წინ გვაქვს პირველად სასოწარკვეთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა უშველოთ ამას ყველაფერს/ ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობაზეა საუბარი :( მენტალურ ჯანმრთელობაზე", - წერს ზურა სიხარულიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system