თავში

ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინა უსაფრთხო - დეგნანი

ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინა უსაფრთხო
ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინა უსაფრთხო - დეგნანი

ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გახსნისთვის და იმისთვის, რომ ხალხს მიეცეს უფლება ნორმალური ცხოვრება დაიბრუნოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეტი ინფორმაციის მიწოდებით, საზოგადოებისთვის ვაქცინა უფრო მისაღები გახდება.

"ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system