თავში

ხანძარი სასტუმრო ,,ნიკალაში" - ფოტოები ადგილიდან

ხანძარი სასტუმრო ,,ნიკალაში" - ფოტოები ადგილიდან
ხანძარი სასტუმრო ,,ნიკალაში - ფოტოები ადგილიდან

სიღნაღში, სატუმრო ,,ნიკალაში" გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system