
თბილისში ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში მე-14 სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო რამდენიმე ადამიანმა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების 4 ეკიპაჟი.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით,ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
სალომე კაპანაძე
ავტორი