თავში

ხარაგაულში 7 შვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია სახლს უშენებს

ხარაგაულში 7 შვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია სახლს უშენებს
ხარაგაულში 7 შვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია სახლს უშენებს

ხარაგაულში 7 შვილიან ოჯახს სახლის აშენებას დაჰპირდნენ. ხარაგაულის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მათ ახალი წლის ღამეს საახალწლო ნობათი გადასცა და დამდეგი 2022 წელი მიულოცა. 

ლორთქიფანიძეების ოჯახი, რომელსაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა ჰქონდა, ხარაგაულის მერიის დაფინანსებით ახლადაშენებულ სახლში გადავა. 

,,მათ გააჩნდათ საცხოვრებელი სახლის პრობლემა. ხარაგაულის მერიამ ორ ეტაპად განახორციელა დახმარება. საერთო ჯამში, 13 ათას 500 ლარის ოდენობით. უკვე დაწყებულია სახლის მშენებლობა, სადაც ოჯახი უახლოეს მომავალში საცხოვრებლად გადასვლას შეძლებს,”- უთხრა ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ მედიას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system