
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა და ადგილობრივი მკვიდრია.
ჩამოშლილი კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს 6 ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში მოათავსეს. დაშავებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. საამქრო, რომლის კონსტრუქციაც ჩამოიშალა, სწორედ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.
რკინის საამქროს მიერ ნაწარმოები კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.