თავში

ხატია სიჭინავა: მიშას სიძულვილის გამო მივეცით ხმა ამათ, თორემ არ ვიცოდით რისი გამკეთებლები იყვნენ

ხატია სიჭინავა: მიშას სიძულვილის გამო მივეცით ხმა ამათ, თორემ
ხატია სიჭინავა:  მიშას სიძულვილის გამო მივეცით ხმა ამათ, თორემ არ ვიცოდით რისი გამკეთებლები იყვნენ

ყოფილი ტელეწამყვანის, ხატია სიჭინავას თქმით, მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ შეიცვალა. 

მისივე თქმით, თუ კრიზისულ პერიოდში მთავრობას არ ესმის ხალხის, ხალხი მთავრობას გააცილებს. 

"ჩემ დამოკიდებულებაში შეიცვალა ის, რომ როცა ქართულ ოცნებას ვირჩევდი, დარწმუნებული ვიყავი, კარგს ვაკეთებდი და ახლა, როცა ვხედავ რამხელა პრობლემის წინაში დაგვაყენეს მთელი ერი - ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენვე გავაცილებთ. მთავრობას არ აქვს იმხელა ძალა, რამხელაც აქვს ხალხს. სააკაშვილსაც იგივე ეგონა, რომ ვერ გააცილებდა ხალხი, მაგრამ გააცილა, ხალხმა გაუშვა და არა ამ მთავრობამ მიშა. გავიგეთ, რომ არსებობს ეს ვირუსი, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ განიცადა მუტაცია და მოერია ადამიანის ორგანიზმი. რა საჭიროა სკოლების დაკეტვა და ხალხის შიმშილით ამოწყვეტა. ახლა, ისევ კარანტინისთვის ამზადებენ ქვეყანას, რომ ყველა დატოვონ უმუშევარი. მიშას სიძულვილის გამო მივეცით ხმა ამათ, თორემ არ ვიცოდით ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ," - აღნიშნა ხატია სიჭინავამ "ტვ პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system