თავში

ხათუნა ჟორდანია: ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს მოგცემთ ჩემს წამლებს

ხათუნა ჟორდანია: ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს მოგცემთ ჩემს წამლებს
ხათუნა ჟორდანია: ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს მოგცემთ ჩემს წამლებს

ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები ნამდვილად გჭირდებათ, აუცილებლად გამოგიგზავნით, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია, საკუთარ Facebook ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, როდესაც დაავადებას დაამარცხებს, აუცილებლად დააარსებს ფონდს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის. 

"უამრავი ადამიანი მწერს, რომ გავაკეთო ეს "ლაივები", რადგან მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ იმ ადამიანებს ვინც ავად არის. თუ კი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ენერგიას და სტიმულს იმისთვის, რომ ამ ვერაგ დაავადებას ებრძოლოს, მე გპირდებით, რომ ჩართვებს ხშირად გავაკეთებ. ჩემს გვერდზე დავდე წამლების ფოტო და რამდენიმემ მომწერა, რომ ეს წამალი უნდოდა. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები ნამდვილად გჭირდებათ ვინმეს, აუცილებლად გამოგიგზავნით ამ ჩემს წამლებს. მინდა ერთმანეთს მხოლოდ დადებითი ენერგია გავუზიაროთ. ვერც კი წარმოგიდგენიათ ყველა წერილი რომელსაც ვიღებ, რამხელა ძალას მაძლევს და რამხელა სტიმულს. როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვალ, აუცილებლად გავაკეთებ ფონდს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის. სიმსივნის მკურნალობა არის ძალიან ძვირადღირებული და ეს ფონდი დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც წამლები სჭირდება," - ამბობს ხათუნა ჟორდანია საკუთარ Facebook ვიდეომიმართვაში"

ცნობისთვის, ხათუნა ჟორდანია ფილტვის კიბოს ებრძვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system