თავში

სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე მეტროს ხაზი არ მუშაობს - PHOTO

სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე მეტროს ხაზი არ მუშაობს - PHOTO
სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე მეტროს ხაზი არ მუშაობს - PHOTO

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით არ მოძრაობენ. მიზეზი ტექნიკური პრობლემებია, ამის შესახებ report.ge- ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. 

მატარებლები პირველ ხაზზე მხოლოდ ზონალურად მოძრაობენ. 

,,პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ მხოლოდ ზონალურად, ახმეტელიდან სადგურის მოედნამდე, ხოლო სადგურიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით შეჩერებულია მგზავრთა მიღება", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში. 

როგორც report.ge-ს მგზავრებმა უთხრეს, ისინი მეტროსადგურ 300 არაგველზე მატარებლის დაძვრას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ელოდნენ, შემდეგ კი ვაგონი დააცლევინეს.

სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად ჯგუფი უკვე მუშაობს და სადგურიდან ვარკეთილამდე გადაადგილება უახლოეს დროში იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება მეტროს მეორე ხაზს, აქ მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system