თავში

"ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები, ნაპოვნია ფეხშიშველი"- ახალი დეტალები

"ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები, ნაპოვნია ფეხშიშველი"- ახალი დეტალები
ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები, ნაპოვნია ფეხშიშველი- ახალი დეტალები

მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, შუბლის მარჯვენა მხარეს და წელზე, ცხედარი ნაპოვნია ფეხშიშველი,- ეს ის ჩამონათვალია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნება.

ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი. 

ფოტო-მასალას, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, "ტელეკომპანია პირველი" ავრცელებს.

"ეს ფოტოები გახლავთ, შემთხვევის ადგილზე გადაღებული. ეს არის, ცხედრის გარეგანი დათვალიერების პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია ტანსაცმელი, სხეული მოსვრილი იყო ტალახით, აქედან გამომდინარე ცალსახად მსჯელობა თუ რა დაზიანება ქონდა ცხედარს და რაც ყველაზე ღირებუილია ეს დაზიანებები სოცოცხლის დროინდელია თუ არა. მარტო ამ ფოტომასალით ძნელი სათქმელი იქნება. ღირებული ინფორმაცია გვქონდა მაშინ, როდესაც სხეული გადაიტანეს პროზექტურაში, მოხდა გასუფთავება და წყლით ჩამორეცხვა. საფეთქელთან, მარცხენა მხარეს არის მოწითალო ფერის უბანი, თუმცა ხმოლოდ ფოტომასალით რთულია საუბარი",- განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system