თავში

ხელისუფლებას ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება - ვარლამ გოლეთიანი

ხელისუფლებას ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება - ვარლამ გოლეთიანი
ხელისუფლებას ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება - ვარლამ გოლეთიანი

თუ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აიკრძალება და ადამიანებს ჩვენამდე მოსვლის საშუალება არ ექნებათ, ეს გააჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლებამ  შეგნებულად გაწელა დრო, რათა კოვიდის ფაქტორი გამოეყენებინა და ჩვენი თავისუფალი პროტესტი შეეზღუდა, - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს და ხელისუფლებას ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება. 

"ჩვენ ვთქვით, რომ გონივრული ვადა ამოიწურა და ხელისუფლებისგან ვითხოვდით პასუხს. დღეს დამიკავშირდა გუბერნატორი და თქვა ასეთი რაღაც, რომ პრემიერ-მინისტრის ინფიცირებიდან გამომდინარე მათ არ ჰქონდათ დრო, გაევლოთ ეს საკითხები. ანუ როდესაც ჩვენ შევხვდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში და დავაყენეთ ჩვენი პირობები, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ეს საკითხები მათ უნდა გაევლოთ პრემიერთან, ეს მათ ვერ მოახერხეს.

ეს დრო, რომელიც ახლა გადის  მათთვის არ მუშაობს. თუ ამ ყველაფერს დაემატება კორონავირუსისგან გამომდინარე შეზღუდვები ან აიკრძალება საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ადამიანებს ჩვენამდე მოსვლის საშუალება არ ექნებათ, ეს გააჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად და შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა ჩვენი თავისუფალი პროტესტის გამოხატვის საშუალება. ამ ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს და ეს მათ ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system