თავში

"ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი ძალიან სუსტია" - ცერცვაძე

"ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი ძალიან სუსტია" - ცერცვაძე
ხელისუფლების მხრიდან რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი ძალიან სუსტია - ცერცვაძე

"პირბადეების ტარება მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი - ეს არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"აქ მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც, ეს არის პირბადეების დაბალი მოხმარება. ამას რა უნდა? - გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ოჯახის წევრებს, მოხუცებს. პირბადეების ტარება მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი - ეს არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი. თუ ეს ორი გამოსწორდება, ან სანახევროდ მაინც გამოსწორდება, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ დავძლევთ "ომიკრონის" გამოწვევას", - განაცხადა ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system