თავში

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება - გოლეთიანი

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება - გოლეთიანი
ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება - გოლეთიანი

ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პასუხის ბოლო ვადა დღეს არის, - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება. 

"დღეს არის პასუხის ბოლო ვადა. არაერთგზის შევთანხმდით პარასკევზე, რომ გვითხრან კონკრეტული პასუხი – კი ან არა – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამიტომ დღის განმავლობაში დაველოდებით მათგან ზარს ან არ ვიცი, რა ფორმით დააპირებენ, გაგვაგებინონ სათქმელი. ამის შემდეგ, თუკი არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და გავაჟღერებთ მოქმედების გეგმას პასუხის გაგების შემდეგ. თუ გახსნიან გზას, მოგვეცემა გადაადგილების საშუალება და შეჩერდება სამუშაოები, ამ შემთხვევაში წავალთ მეორე გზით - დიალოგის გზით", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system