თავში

ხელვაჩაურში მეწყერმა რამდენიმე სახლი მოიყოლა

ხელვაჩაურში მეწყერმა რამდენიმე სახლი მოიყოლა
ხელვაჩაურში მეწყერმა რამდენიმე სახლი მოიყოლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე სახლის კედელი დაანგრია. 

ერთ-ერთ სახლში, კედლის ნგრევისას დაშავდა ადამიანი დაშავდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 37 წლის ქალს კიდურის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია უტარდება.

ადგილზე იმყოფებიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 8 ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. 

უბინაოდ დარჩენილ მოქალაქეებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დროებით ქირით გაიყვანს. სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლის შემდეგ კი მათ ფინანსურ კომპენსაციას ჰპირდებიან.

მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე 80-მდე შეტყობინებაა შესული. ძირითადად მეწყერი საავტომობილო გზებზე ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system