თავში

ხიდი, რომელზეც მანქანა გადადიოდა, ჩაინგრა

ხიდი, რომელზეც მანქანა გადადიოდა, ჩაინგრა
ხიდი, რომელზეც მანქანა გადადიოდა, ჩაინგრა

ხიდი, რომელიც ადიგენს 11 სოფელთან აკავშირებდა, ჩაინგრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე მანქანა გადადიოდა. შემთხვევის შედეგად მანქანა დაზიანდა თუმცა მძღოლს და მის მგზავრებს არაფერი დაშავებიათ.

ამჟამად, ჩანგრეულ ხიდზე გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ დაზიანებულია და გავლა არ შეიძლება, არ დგას.

ადიგენის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ხიდის შესახებ მათთვის ცნობილია და პროექტი მზადდება იმისათვის, რომ მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

ხიდი, ადიგენს შემდეგ სოფლებთან აკიავშირებდა: ჭელა, ჭეჭლა, საირმე, მოხე, ციხის უბანი, ზედუბანი, აფიეთი, ღორთუბანი, ნამინაური, დერცელი და კეხოვანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system