
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი ჩამოიხრჩო. 64 წლის თამაზ კატაპარიაშვილის ცხედარი მისივე ეზოში ნახეს.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გვანცა ჭანტურია
ავტორი