თავში

ხმაური ბალდის მონასტერში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური ბალდის მონასტერში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური ბალდის მონასტერში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"სამარცხვინო და ცრუ"- ამ სიტყვებით ბალდის მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილ დიაკვნებთან სასაუბროდ ჩასულ მეუფე სტეფანეს ტერიტორია დაატოვებინეს.

მეუფე სტეფანემ მონასტერი თანმხლებ პირებთან ერთად  კრიმინალური პოლიციის დახმარებით დატოვა.

ამბოხებული დიაკვნები კვლავ ჭყონდიდის ეპარქიაში რჩებიან, მათი განცხადებით მეუფე სტეფანეს განჩინების დამორჩილებას არ აპირებენ, რომლის მიხედვითაც მათ მღვდელმსახურება აეკრძალათ.

ერთ-ერთი დიაკვნის განცხადებით მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრე (ცაავა) უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშაულა, ხოლო პირადად მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დიაკვნის თქმით, მეუფე სტეფანემ თქვა, რომ პეტრე ცაავა არაეკლესიური წესით ცხოვრობდა და მას გერმანიაში შვილი ჰყავს. 

"ეპისკოპოსი როცა სიტყვას ამბობს, მისი სიტყვა უნდა დარჩეს ბოლომდე ისეთი, როგორიც არის, ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვცხოვრობ რასაც ვამბობ ის ბოლომდე ისე რჩება. მე მოვთხოვე მას რომ დაამტკიცოს რაც თქვა, შემდეგ მეუფემ ასე მითხრა - მტყუანსო?!",- განაცხადა ამბოხებულმა დიაკვანმა "TV პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, 8 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system