თავში

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან
ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

"ნააციონალური მოძრაობის" წევრ ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ, რასაც მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ბაგრატიონის თქმით, ის მოქმედი დეპუტატია და შეუძლია ღია სხდომას დაესწროს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამის უფლებას.

მთავრობის სახლთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მოსახლეობა ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობა" კი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system