თავში

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან
ხმაური და დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის მთავრობის სახლთან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, ციხისძირის მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვs და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდათ თორნიკე რიჟვაძის ნახვა, თუმცა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ელგუჯა ბაგრატიონმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.

„მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება, შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული, ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

ინციდენტის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯარასთან გადაინაცვლეს, მათი თქმით ამ ფორმით ცდილობენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს მიაწვდინონ ხმა.

ცნობისთვის, აჭარაში ერთი თვეა პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system