თავში

ხმაური საკრებულოში - ნაცემია ლევან ხაბეიშვილი

ხმაური საკრებულოში - ნაცემია ლევან ხაბეიშვილი
ხმაური საკრებულოში - ნაცემია ლევან ხაბეიშვილი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოში, სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე. კამათი საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირად შეურაცხყოფას მათი მისამართით, რისთვისაც პასუხი მიიღო. 

"შენ ხარ უზრდელი და აფერისტი",-მიმართეს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, რის შემდეგაც მათმა ნაწილმა ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system