თავში

თიანეთი-ახმეტის გზა კეთდება

თიანეთი-ახმეტის გზა კეთდება
თიანეთი-ახმეტის გზა კეთდება

თიანეთი-ახმეტის 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი.

,,ამ დროისთვის, გზის საფუძვლის ქვედა ფენის, ფერდების დამუშავების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ღირებულება 18 965 000 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system