თავში

ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, 10:00 საათზე დაიწყებს. შესრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს წირვის დასრულების შემდეგ დაურიგდებათ. 

ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system