თავში

კიბოს დაძლევის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს - პრეზიდენტი

კიბოს დაძლევის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს - პრეზიდენტი
კიბოს დაძლევის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ 4 თებერვალს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა.

,,ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზადაა შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის, ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისაკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლის ელჩი აარონ ანდერსონი საქართველოში მოიწვია, რათა საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system