თავში

კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოში მალე შემოვა

კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოში მალე შემოვა
კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც საქართველოში მალე შემოვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული ორი ვაქცინა, სავარაუდოდ, მალე მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას.

მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინების მწარმოებელთან მოლაპარაკებები დიპლომატიური არხების საშუალებით მიმდინარეობს და უკვე კონტრაქტებიც არის შედგენილი.

„ჩინეთი ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. ჩინური ორი ვაქცინა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ არის უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიჯნაზე, ისინი მარტში ავტორიზაციას მიიღებენ. საქართველო ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას დიპლომატიური არხების საშუალებით და არის უკვე კონტრაქტებიც იმ ეტაპამდე მიყვანილი, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე იყოს ქვეყანაში იყოს. რამდენი დოზა იქნება და რა პერიოდულობით შემოვა, ეს კონტრაქტის საგანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system