თავში

კიდევ ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება - ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კიდევ ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება - ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია
კიდევ ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება - ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გული ოთხჯერ გაუჩერდა. მანამდე კი გულის გაჩერება კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა. 

"პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება, მაგრამ მოხერხდა ამუშავება. ამის შემდგომ გაკეთდა დიალიზი, პაციენტი არის არასტაბილური, მაგრამ ვახერხებთ პრეპარატებით მისი მდგომრეობის შენარჩუნებას, მაგრამ ყველა პარამეტრი არის ძალიან ახლოს შეუქცევად დაზიანებებთან. რამდენად მოხერხდება მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან, ახლა ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

რეანიმაციაში ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება. 

აქვს ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი ორთავე კიდურზე, რომელმაც ძალიან დიდი ინტოქსიკაცია გამოიწვია, არის ორივე კიდურის მოტეხილობა, გულმკერდის მოტეხილობა, თავის ქალის დაზიანება, ეს არის პოლიტრავმა, რამაც გამოიწვია მისი მძიმე მდგომარეობა" - განაცხადა კახა ქაშიბაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system