თავში

კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს - ვაშაძე

კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს - ვაშაძე
კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს - ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საკმაოდ მწვავე იყო დაპირისპირება ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით. 

ვაშაძე ამბობს, რომ შეთანხმების დოკუმენტი უმძიმესი 6-თვიანი მუშაობის შედეგია.

"ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი - "ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. კი ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ".

ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით - აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი [თალაკვაძესთან] და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო" - აღნიშნა ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system