თავში

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასემინარი გაიმართა

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასემინარი გაიმართა
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასემინარი გაიმართა

მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი "მედია და კლიმატის ცვლილება" გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო.

სემინარის მონაწილეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირების პროცესი განიხილეს და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს გაეცნენ.

"კლიმატის ცვლილების საკითხი ასოცირების შეთანხმების ნაწილია და ამ მიმართულებით, ევროკავშირთან აქტიურად მიდის მუშაობა, რათა სატრანსპორტო სექტორში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კლიმატის ცვლილების შერბილებას შეეწყოს ხელი. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის ეროვნული წვლილი სათბური გაზების შემცირებაში. მნიშვნელოვანია, მედიას ჰქონდეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების აქტუალურ საკითხებზე და იმ პროექტებზე, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, პარიზის შეთანხმებამ ქვეყნებს დააკისრა ვალდებულა, იყვნენ მეტად ამბიციურები კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკაში და სათბური გაზების გაფრქვევების შემცირებაში.

მედიასემინარის მონაწილე ჟურნალისტებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების თემის გაშუქების ეფექტიან მიდგომებზე და შესაბამის უწყებებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system