თავში

დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა

დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა
დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა

უმრავლესობის წევრის და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა, რომ , პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეკენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება.

როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გაიმარჯვა დემოკრატიამ და კენჭისყრა იქნება თავისუფალი.

„როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“, უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ოფისში დილიდან იკრიბება. მსჯელობის საგანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაზეც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system