თავში

"კომენდანტის საათი", ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - იმნაძე

"კომენდანტის საათი", ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - იმნაძე
კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, შესაძლოა, ,,კომენდანტის საათი" ყველაზე გვიან მოიხსნას. 

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

„კომენდანტის საათი" ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ... მეზობლებში, რომ გადახვალთ ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ: მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან წამოხვალთ და აი, ნახეთ?! ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ?! არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი?! დავაკვირდებით სიტუაციას არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,კომენდანტის საათი" მოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,კომენდანტის საათი" პირველ მარტამდე ძალაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system