თავში

კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ - ჯაღმაიძე გავრცელებულ ფაილებზე

ძე გავრცელებულ ფაილებზე
კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ - ჯაღმაიძე გავრცელებულ ფაილებზე

"ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია,- ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ფაილებს, სადაც, სავარაუდოდ,  მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ფიგურირებენ.

"ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება.

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.

ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ", - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე, სავარაუდო, წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system