თავში

კომპანიები, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა აიცრება, კოვიდუსაფრთხოდ ჩაითვლება - თურნავა

კომპანიები, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა აიცრება, კოვიდუსაფრთხოდ ჩაითვლება - თურნავა
კომპანიები, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა აიცრება, კოვიდუსაფრთხოდ ჩაითვლება - თურნავა

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული ჩაითველება კოვიდუსაფრთხო სასტუროებად და რესტორნებად, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულად მსოფლიომ , რომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფი ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება , რომელიც სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამის სიები სხვადასხვა რესტორნის სასტურმოს, ტუროპერატორის კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინიტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითველა ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუროებად, რესტორნებად და კოპნაიებად. ჩვენ მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის საქართველოში რესტორანი თუ სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო, რაც დაგვეხმარება იმაში , რომ სწრაფად აღდგენს ტურიტული ინდუსტრია“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system