თავში

კონკურსი "სუფთა რეგიონი 2021“ იწყება

კონკურსი "სუფთა რეგიონი 2021“ იწყება
კონკურსი სუფთა რეგიონი 2021“ იწყება

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს” ინიციატივით კონკურსი "სუფთა რეგიონი 2021" იწყება. ის მთელ საქართველოს მოიცავს და მიზნად გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 

"ბევრი რეგიონი, მუნიციპალიტეტი კონკურსში სრული პასუხისმგებლობით ერთვება, ტარდება აქციები, ღონისძიებები, რათა არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობა და გარემოს დაბინძურების ფაქტები ყოველწლიურად შემცირდეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს, გაუფრთხილდეს გარემოს და აქტიურად ჩაერთოს ნარჩენების მართვაში პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ ნომინაციებში გამარჯვებულებს. წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები 2022 წელს გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system