თავში

კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ყიფშიძე

კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ყიფშიძე
კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - ყიფშიძე

საქართველოს ყოფილი პერზიდენტის მიხეილ სააკაშილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც რუსთავის სასჯელაღსრულებსი დაწესებულებასთან ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, კონსილიუმი ყოფილ პრეზიდენტს არ შეხვედრია, ვინაიდან, ამის სურვილი თავად სააკაშვილს არ ჰქონდა. ყიფშიძის ინფორმაციით, ექიმებმა კი გადაწყვეტილება ანალიზების საფუძველზე მიიღეს.

„კონსილიუმი გვქონდა და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში - გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.

მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო“, - განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე კონსილიუმს რეკომენდაცია კონსილიუმს არ გაუცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system