თავში

"კონცეფცია დამუშავებულია" - რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მწვანე პასპორტი

"კონცეფცია დამუშავებულია" - რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მწვანე პასპორტი
კონცეფცია დამუშავებულია - რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მწვანე პასპორტი

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს "მწვანე პასპორტის" მიმართულებით, რომელიც ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს.

"მწვანე პასპორტის მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system