თავში

კორონავირუსი გულის კუნთს ურტყამს და გლეჯს - კარდიოლოგი

კორონავირუსი გულის კუნთს ურტყამს და გლეჯს - კარდიოლოგი
კორონავირუსი გულის კუნთს ურტყამს და გლეჯს - კარდიოლოგი

კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ კორონავირუსის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. 

ექიმის თქმით, ვირუსი არა მხოლოდ იმ ადამიანების გულსისხლძართვთა სისტემას უქმნის საფრთხეს, ვისაც აღნიშნული პრობლემები ადრეც ჰქონდა, არამედ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც უქმნის პრობლემებს. მისივე განმარტებით, ხშირად გართულებების სიმძიმე საკმაოდ დიდია. 

„ჩვენთან პაციენტები ძირითადად მოდიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით კოვიდის გამო. ეს არის საკმაოდ რთული გართულებები. გარდა იმისა, რომ ვისაც მანამდე ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ სწორედ კოვიდის შემდეგ. რა არის ეს გართულებები? ძალიან ხშირია მიოკარდიტი. პერიკარდიტები, სითხის ჩადგომა პერიკარდიუმის ღრუში, სამწუხაროდ, ესეც ხშირია. დადგინდა, რომ გულის მიოკარდიუმის შეკუმშვად კუნთს ურტყამს კოვიდის ვირუსი და ხდება ამ კუნთების გაგლეჯა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევებშია. ასეთ შემთხვევაში მძიმე მიოკარდიტი და მძიმე გულის უკმარისობა ვითარდება" -  ამბობს ექიმი. 

ამასთან, როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისგან ქალები მეტად დაცულები არიან, რასაც ქალური ჰორმონი, ესტროგენი განაპირობებს. 

„ქალბატონები ესტროგენების გამო უფრო დაცულები არიან. მამაკაცებში უფრო რთულად მიდის ეს ყველაფერი, სიკვდილობაც უფრო მაღალია. პოსტკოვიდურ ეტაპზე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ყველა უკვე იმდენად არის შეშინებული, რომ ისინიც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა კოვიდი, მოდიან შესამოწმებლად. კოვიდის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება არის თრომბოემბოლია. ყველა პაციენტმა კოვიდის გადატანის შემდეგ ჩაიტაროს კვლევები: კოაგულოგრამა, D-დიმერი, ფიბრინოგენის კონცენტრაციის განსაზღვრა, რომ თრომბოემბოლიის აცილება მოხდეს თავიდან" - ამბობს ჟვანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system