თავში

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები
კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ინფიცირებულები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება.

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, 1 შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით,  საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, ვირუსისგან განკურნებულია 1 481 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system